როგორც იცით, ევროპაში ღვინოს დიდად აფასებენ და ამ ღვთიური სითხის დამზადებაში ბევრი ქვეყანა ტოლს არ უდებს ერთმანეთს. ევროკავშირში ყველაზე მეტი რაოდენობით ღვინოს იტალიელები, ფრანგები და ესპანელები აწარმოებენ.

ევროპის ქვეყნები ერთმანეთისგან, ხშირად, ღვინის დაყენების კულტურითაც განსხვავდებიან. ერთნი თანამედროვე ტექნოლოგიებს ამჯობინებენ, მეორენი კი ტრადიციასა და ისტორიას არ ივიწყებენ. ასე მაგალითად, სამხრეთ ტიროლში, რომელიც იტალიას ეკუთვნის. აქ ღვინის დიდად მოყვარული ხალხი ცხოვრობს.

გაგიკვირდებათ და, სამხრეთ ტიროლელების დიდი ნაწილი ღვინოს ჩვენსავით, თიხისგან დამზადებულ ქვევრში ავარგებს, მათ რომ ჰკითხოთ რატომო, გიპასუხებენ, რომ თიხის ქვევრი, ღვინოს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენსო. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ იტალიელები ქვევრს მიწის ზემოდან ათავსებენ ჩვენთან კი მიწაშია ჩაფლული.
არც ის გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ სამხრეთ ტიროლში ყველამ, ვინც ღვინოს ქვევრში ამზადებს, მშვენივრად იცის, რომ ეს ტრადიცია 8.000 წლისაა და დასაბამს ძველ საქართველოში იღებს.